კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი წევრი საბა ბუაძე გაყალბებული არჩევნების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
“ჩემი განწყობის გალამაზებაზე დილიდან იზრუნა ჩვენი სპეტაკი პროკურატურის წარმომადგენელმა, რომელმაც არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დამიბარა.
ამ “პატიოსან” მკერავ-პროკურორთა სახლში მისვლას ცხადია არ ვაპირებ და ველოდები დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე.
ამასობაში ვინმემ თუ მოისმინეთ პროკურატურისგან რა ნაბიჯები გადაიდგა არჩევნების დღეს დადასტურებულ დანაშაულებრივ შემთხვევებზე?” – წერს საბა ბუაძე.