საბა ბრაჭველი: ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც განსაცდელში მყოფ ადამიანებს არასოდეს ვტოვებთ მარტო. ქოცები არიან ისინი, ვინც პატიმრების დახმარებას დანაშაულად აცხადებს

იურისტი საბა ბრაჭველი:
ნაწყვეტი პროკურატურის განცხადებიდან ჩვენ შესახებ:
“მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.”
ანუ, სხვა ადამიანის (მით უფრო, უსამართლოდ დაკავებულის) სამართლებრივ დაცვაში დახმარება, მათი ოჯახის ხელშეწყობა, იურიდიული კონსულტაციის მიცემა და ზოგადად, პატიმრის გამხნევება პროკურატურამ დანაშაულად შერაცხა და ამის გამო სამოქალაქო ორგანიზაციებს ყადაღები დაგვადო.
ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც განსაცდელში მყოფ ადამიანებს არასოდეს ვტოვებთ მარტო. ქოცები არიან ისინი, ვინც პატიმრების დახმარებას დანაშაულად აცხადებს, ამისთვის სისხლის სამართლის ნორმებს ქმნის და გვაყადაღებს.
გადაწყვიტეთ, რომელია ჩვენში ქართველი. როგორ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება. რადგან შეუძლებელია, ჩვენც და ამ უსისხლო სადისტებსაც საქართველოს შვილები გვერქვას.