საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების მიერ საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე, აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის, 31 ივლისს, მოხდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტის თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი იქნენ დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ