“საბანკო სისტემა იცავს საერთაშორისო სანქციებსაც და საქართველოს კანონმდებლობასაც” – თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას შეფასებით, ქართული საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციებს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით იცავს – ამის შესახებ თურნავამ IMF-ის ბრიფინგზე, მედიის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც სებ-ის საგამონაკლისო წესს შეეხებოდა.

2023 წლის 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ მიღებული საგამონაკლისო წესი უკავშირდებოდა ფინანსური სანქციების აღსრულებას საქართველოს მოქალაქეთა მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიმართ იარსებებდა ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

თურნავას თქმით, კომერციულ ბანკებს საერთაშორისო სანქციების აღსრულებისთვის და “ოცნების” მაღალჩინოსნების ანგარიშების გაუქმებისთვის სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, თუმცა მათ “კარგად იციან”, რომ ქართული კანონმდებლობაც უნდა გაითვალისწინონ.

“მიუხედავად საკმაოდ ბევრი გამოწვევისა, რაც გლობალურად სანქციების გაფართოებასთან დაკავშირებით შეიქმნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მგონია ნახევარ მსოფლიოში, იმიტომ რომ გარკვეულ არაპროგნოზირებადობას ბადებს და გამოწვევებია, რასთანაც საფინანსო სექტორს გამკლავება უწევს, ეროვნული ბანკი, როგორც მარეგულირებელი, და ჩვენი საბანკო საფინანსო სისტემა, ამ გამოწვევას უმკლავდება.

ჩვენი საბანკო სისტემა ზედმიწევნით იცავს საერთაშორისო სანქციებს, რაც ჩვენი განკარგუელბის და მუშაობის შედეგია. ამავდროულად ხერხდება ისიც, რომ ჩვენი საბანკო სისტემა იცავს საქართველოს კანონმდებლობასაც… როგორც ვიცი, მათ არ მიუმართავთ სასამართლოსთვის, მაგრამ, ჩვენი კანონმდებლობა უნდა იყოს გათვლილი, ბანკებმა ეს ძალიან კარგად იციან. ბევრი გამოწვევაა სანქიცებთან დაკავშირებით, მაგრამ შეგვიძლია დანამვიდლებით ვისაუბროთ, რომ გარკვეული შემხთვევების მიუხედავდ, საფიანსნო სისტემა იცავს სანქციებს და ეს არის მნშვნელოვანიწ წინაპირობა ჩვენი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის დასავლეთის მიერ “ქართული ოცნების” 150-ზე მეტი წარმომადგენელია დასანქცირებული, მათი ვინაობა და სანქციების ტიპი ყველა შემთხვევაში ცნობილი არ არის, თუმცა პირველი, ვისაც -მა ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესა, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფირცხალაძეა. სწორედ მისი დასანქცირების შემდეგ მიიღო სებ-მა საგამონაკლისო წესი.