კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულების 19% საერთოდ არ ენდობა, 21% უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა, 27%-ს ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს – არც ენდობა და არც არ ენდობა. საბანკო სექტორს სრულ ნდობას, გამოკითხულთა მხოლოდ 6% უცხადებს.
2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საბანკო სექტორისადმი უნდობლობა და ინდიფერენტული დამოკიდებულება გაზრდილია. 3 წლის წინ 17% საერთოდ არ ენდობოდა ბანკებს, 24% უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა, 36%-ს ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს – არც ენდობა და არც არ ენდობა. საბანკო სექტორს სრულ ნდობას, გამოკითხულთა მხოლოდ 3% უცხადებს.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.
