ქარელის მერიამ საბავშვო ატრაქციონები მოაწყო სოფელში, სადაც ბავშვები არ ცხოვრობენ და ამაში ბიუჯეტიდან 12 000 ლარი დახარჯა. მოსახლეობის ნაწილი ფაქტს უარყოფითად შეხვდა, როგორც ისინი ამბობენ, სოფელში სხვა ბევრი პრობლემაა, მაგალითად სოფელ აფნისში ამბობენ, რომ არ აქვთ სასმელი წყალი, არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა.
“რაღაც პროგრამა იყო და რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ კაცო, ტყუილად რატომ უნდა დაგვეკარგა ის ფულიც, რომ გვითხრეს, ამას გვაკეთებთო, გააკეთეთო ვუთხარით, უარი არ გვითქვამს. ახლა გააკეთეს, დიდი ხანი არაა, ერთი თვის წინ დაამთავრეს. ჯერ ბავშვი არ დამინახია მანდ, მაგრამ ზაფხულში ალბათ იქნება”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი ყვება, რომ ზამთარში სოფელში 7 ოჯახი ცხოვრობს. მისივე თქმით, წელს მერისგან მიიღეს დაპირება, რომ წყლის პრობლემა მოგვარდება.