სამიდან სამი მოგება და ჯგუფში პირველი ადგილი – საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილი გუნდი 18 წლამდე გოგონათა C დივიზიონის ნახევარფინალშია, სადაც A ჯგუფში მეორეზე გასულ ალბანეთს შეხვდება.
ტურნირი ანდორაში მიმდინარეობს, სადაც ევროპის 7 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი. ეს გახლავთ რანგით მესამე შეჯიბრება, A და B დივიზიონებში ევროპის წამყვანი ქალთა საკალათბურთო ქვეყნები თამაშობენ. საქართველოს კარგი შანსი აქვს, B დივიზიონში აინაცვლოს, საამისოდ ჩვენებს C დივიზიონის მოგება სჭირდებათ.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მეტოქე ძალიან სუსტი აღმოჩნდა. საქართველომ გიბრალტარს 96-ქულიანი სხვაობით – 131:35 მოუგო, რაშიც დიდი წილი უდევს ნიცა საბადაშვილს, რომელმაც 56 ქულა მოაგროვა. ნიცამ ვერ დაძლია თანაგუნდელის, სალომე სვანის 62-ქულიანი შედეგი, რომელიც ამ უკანასკნელმა 2 წლის წინ, 16-წლამდელთა C დივიზიონში, სწორედ გიბრალტართან მოაგროვა. რაც შეეხება სვანს, სალომემ ამჯერად 24 ქულა მოაგროვა. ოთხმაგ დუბლამდე 2-2 ქულა-ჩაჭრა-პასი დააკლდა ანა გელაშვილს, რომელმაც 13 მოხნა, 8 ქულა, 8 პასი და 8 ჩაჭრა მიითვალა.
საქართველოს მეტოქე ნახევარფინალში ალბანეთი იქნება, რომელმაც 3-გუნდიან A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. იქ პირველზე სომხეთი გავიდა, რომელიც ფინალში გასასვლელად მალტას დაუპირისპირდება. საქართველოსა და ალბანეთის მატჩი 26 მაისს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.
საქართველოს18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტი მალტის ძლევით გახსნა
[VIDEO] ასე ერთობა ნიკოლა იოკიჩი ჩინეთში
საქართველოს18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტი მალტის ძლევით გახსნა
