საახალწლო სოფელს უამრავი ადამიანი სტუმრობს – ის მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს – კალაძე

საახალწლო სოფელს უამრავი ადამიანი სტუმრობს – ის მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს – კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, ორბელიანის მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელს უამრავი ადამიანი სტუმრობს და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ის მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს.
“ჩვენ განცხადება გვქონდა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საშობაო სოფელი 7 იანვარს დაიხურებოდა, თუმცა ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საახალწლო სოფელი მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს.
იცით, რომ 2017 წლიდან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეს ტრადიცია, შევქმენით ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება საახალწლო სოფლის სახით და ყოველწლიურად, ის უფრო მასშტაბური და დიდი ხდება. წელსაც განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი საახალწლო სოფელი, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლები, ისე რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები, ტურისტები.
მართლაც სასიამოვნო გარემოა. გვაქვს ძალიან დიდი ყინულის მოედანი, რომლის მასშტაბის მოედანიც არასდროს ყოფილა”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას “ლელო-ძლიერმა საქართველომ” უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით – მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად