„დრესაპ ჯგუფი“ მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: Vero Moda, პირველად საქართველოში! მაღაზიას სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ შეხვდებით და ქალის უახლეს კოლექციასაც აღმოაჩენთ, რომელიც სკანდინავიური ესთეტიკითა და თანამედროვე სტილის სრულყოფილი კომბინაციითაა გაჯერებული.
Vero Moda: სკანდინავიური განწყობა საქართველოში!
Vero Moda 1987 წელს, დანიაში დაარსდა და უკვე რამდენიმე ათწლეულია მომხმარებელში ერთგულ სიყვარულს ინარჩუნებს, როგორც ევროპისა და მსოფლიოს მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი. ის BESTSELLER-ის ოჯახის წევრია, რომლის არაერთ წარმომადგენელსაც დრესაპ ჯგუფის პორტფოლიოში შეხვდებით, როგორებიცაა: Jack & Jones, Only, Only & Sons, Selected, YAS და სხვა.
Vero Moda იდეალურია თუკი ყოველდღიური მოდა შენი ცხოვრების ნაწილია, იქნება ეს საოფისე თუ საღამოსთვის განკუთვნილი ჩაცმულობა. ბრენდის ფილოსოფია მარტივია: მოდის ტენდენციების ადაპტირება ყველა ქალისთვის, თანაც უმაღლესი ხარისხით.
„Vero Moda-ს საქართველოს ბაზარზე გამოჩენა დრესაპ ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც გლობალურ მოდასა და ტენდენციებს კიდევ უფრო აახლოებს ქართველ მომხმარებელთან.
ჩვენი მიზანია თითოეული ადამიანისთვის შევქმნათ უნიკალური მოდის გამოცდილება, რომელიც თანაბრად ინტეგრირდება სტილში, ხარისხსა და ფასში“ – განაცხადა „დრესაპ ჯგუფის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამუნა წულუკიძემ.
2024 წელი და დრესაპ ჯგუფის სამომავლო გეგმები
„დრესაპ ჯგუფისთვის 2024 წელი ტრადიციულად აქტიური აღმოჩნდა. ახალი ბრენდების გამოჩენის პარალელურად, სულ ახლახან გაიხსნა Dressup Outlet, რომელმაც უკვე მოიპოვა პოპულარობა მომხმარებლებს შორის, როგორც მასშტაბურმა სივრცემ, მასშტაბური ფასდაკლებებისთვის. წლევანდელ ამბებს უკავშირდება „ტრიუმფის“ გადმობარებაც ჩვენს პორტფოლიოში.
„2025 წელს დრესაპ ჯგუფი მრავალ საინტერესო პროექტს გეგმავს, რომელიც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს არჩევანს ქართულ ბაზარზე“ – განაცხადეს ჯგუფის წარმომადგენლებმა.
მოძებნეთ Vero Moda „ისთ ფოინთში“!
თუ გსურთ შეიგრძნოთ სკანდინავიური მოდის პულსაცია, აუცილებლად ესტუმრეთ „ისთ ფოინთს“. ინფორმაციისთვის, Vero Moda-ს პროდუქცია ქართველი მომხმარებლებისთვის ონლაინ, Dressup.ge-ზე იყო ხელმისაწვდომი, დღეიდან კი უკვე ფიზიკურ მაღაზიაშიც შეძლებთ კოლექციების შეძენას. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია დანიური ბრენდის, ONLY-ის უახლესი კოლექცია.
ახლად გახსნილ ფილიალში პირველი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებთ!
(R)