საახალწლო საჩუქრები სილქნეტისგან!

სილქნეტი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს. ცნობილი ხდება, რა აქციები და ფასდაკლებებია გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით.
საახალწლო დღეებში SilkTV სერვისზე მომხმარებლებს ყველა ტელე არხი გაუაქტიურდება
SilkTV-ის რეიტინგული არხები გამორჩეულად გასართობ, სადღესასწაულო ეთერს გვპირდებიან. საყვარელი ფილმებით შეივსება კინო კონტენტიც. საახალწლო დღეებში განსაკუთრებული პროგრამა აქვთ ტელევიზიებს. სილქნეტის ოპტიკურ ქსელში, 25 დეკემბრიდან – 7 იანვრის ჩათვლით, ყველა მომხმარებელს, პაკეტის მიუხედავად, ყველა არხი ჩაერთვება საჩუქრად.
YouTube უფასოდ!
25 დეკემბერს, Silk TV-ის მომხმარებლებს, ავტომატურად გაუაქტიურდება ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ჰოსტინგ პლატფორმა Youtube. აბონენტები IPTV/4K დეკოდერით, შეძლებენ უფასოდ ისარგებლონ სერვისით 7 იანვრის ჩათვლით.
დაიმატე Silk TV უფასოდ და უყურე 5 ლარად სპორტულ, კინო, შემეცნებით არხებს!
თუ უკვე სარგებლობთ სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტით თბილისის მასშტაბით, საუკეთესო დროა სილქნეტის სატელევიზიო სერვისის დასამატებლად,:
ინსტალაცია უფასოა;
სამი თვის განმავლობაში 200-ზე მეტი არხით, თვეში მხოლოდ 5 ლარად ისარგებლებთ;
აქცია ძალაშია: 31 დეკემბერი – 31 იანვარი
აქციაში ჩასართავად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე (032 2100100) ან გვეწვიეთ თბილისის მომსახურების ცენტრებში.

ასევე დაგაინტერესებთ