საახალწლო სამზადისი თბილისში და შეკრების ახალი ადგილი – ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში საახალწლო სოფელი ოფიციალურად გაიხსნა – რა ელით ადგილზე მისულ სტუმრებს

ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდი, დედაენის ბაღი – თბილისში წინასაახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა. საბავშვო სივრცეები, კვების ობიექტები და განათებული ნაძვის ხე – ყველაფერი, რაც ახალ წელთან კავშირშია, ახლა ერთ ადგილას იყრის თავს. ღონისძიება ყველა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი.
სადღესასწაულო განწყობაა დედაენის ბაღშიც, სადაც სანტას სპეციალურად მოწყობილი სახლი დგას, რომელიც პატარებს მთელი ამ დროის განმავლობაში უმასპინძლებს.
ღონისძიება ხელს უწყობს მეწარმეებსაც, რომლებმაც ტკბილეული და ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს. არჩევანი მრავალფეროვანია. წინასაახალწლო სამზადისში 2000-მდე მეწარმეა ჩართული.
საღამო მუსიკალური ნომრით გაგრძელდა. მუსიკალური პროგრამა, სოლოკონცერტით, სტეფანემ და მისმა ბენდმა გახსნეს.
ღონისძიებას ორგანიზებას დედაქალაქის მერია უწევს. საახალწლო სოფელში მივიდა თბილისის მერიც. კახა კალაძემ ტერიტორია დაათვალიერა და სტუმრებს სცენიდან მიულოცა. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ წლევანდელი საახალწლო ღონისძიებები, სრულიად განსხვავებული იქნება.
საახალწლო სოფელი დღეს გაიხსნა და სტუმრებს, 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში