საახალწლო სამზადისი და ნაძვის ხე ანუკი არეშიძის ოჯახში: დიზაინერი ახალ ფოტოებს აქვეყნებს – Marao

ანუკი არეშიძეს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, სოციალური ქსელები გაუქმებული ჰქონდა, რამდენიმე დღის წინ კი “ინსტაგრამს” დაუბრუნდა და ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ანუკი აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას და მის ოჯახში საახალწლო სამზადისიც დაწყებულია. დიზაინერმა საკუთარ გვერდზე ნაძვის ხის ფოტო გააზიარა:
ანუკი არეშიძის ბიოგრაფია
1989 წელს თბილისში დაიბადა. 35 წლის დიზაინერი სხვადასხვა დროს სწავლობდა „Istituto Marangoni“-სა და „Accademia del Lusso“-ში, მილანში. მან საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.
ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საზოგადოებას კოსმეტიკის ხაზი Anouki Beauty წარუდგინა. ხაზი აერთიანებს ისეთ დეკორატიულ კოსმეტიკას, როგორებიცაა, ტუჩსაცხი და ტუში.
როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ანუკი არეშიძე და
ანუკი არეშიძე დაქორწინებულია ყოფილ ფეხბურთელ, ამჟამად პოლიტიკოს, თბილისის მერ კახა კალაძეზე. “კახას მილანში შევხვდი. პირველი ერთი თვის მანძილზე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ მოკითხვით – როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება… ამას ვერ ვხსნი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მისთვის უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე მეგობარი… პირველი წელიწად-ნახევარი მილანში ვცხოვრობდით”, – ამბობდა ანუკი.
ვლოგი, რომელსაც დიზაინერი საკუთარ Youtube გვერდზე აქვეყნებს, მილანშია გადაღებულია: “ეს არის სახლი, სადაც მე და კახა შევუღლდით და ვცხოვრობდით როცა მილანში თამაშობდა. მილანში როცა ვხვდები და აქ მიწევს მოხვედრა, ყოველთვის მოვდივარ აქ, რადგან ძალიან ემოციური ჩემთვის.
მილანში როგორც მოდელი, ისე ჩამოვედი და სულ ვფიქრობდი, ნეტა მალე გავიდეს ეს 3 თვე-მეთქი, დეპრესიული და ნაცრისფერი იყო ჩემთვის ყველაფერი. მერე გავიცანი კახა… პირველი წელიწად-ნახევარი აქ ვცხოვრობდით, პირველი ორსულობა მარტომ გავატარე თითქმის, კახა სულ შეკრებებზე იყო, ბაზაზე რჩებოდა. იმ მომენტში ვერ ვხვდებოდი, რა რთული პერიოდი გავიარე, რთული ორსულობა მქონდა, მეოთხე თვიდან დავიწყე კვება…
ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები მე ამ ქალაქში გავიარე, ყველაფერი აქ დაიწყო. ენა ჩემით ვისწავლე, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, ბევრს დამცინოდნენ, მაგრამ არ მქონდა მაგის კომპლექსი და არ გავჩერებულვარ”, – იხსენებს ანუკი არეშიძე.