საახალწლო პერიოდში გაყიდვების 40%-მდე ზრდას ველოდებით – Bluetabla

საახალწლო პერიოდში გაყიდვების 40%-მდე ზრდას ველოდებით, – ამის შესახებ ქართული ისტორიის, ხელოვნების, ტრადიციების და კულტურის მოტივებზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების კომპანიის Bluetabla-ს წარმომადგენელმა გიორგი შენგელიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, Bluetabla საახალწლოდ ახალი დიზაინების დამატებას გეგმავს.
“გაყიდვების ძირითადი ფაზა Black Friday-ის პერიოდიდან, ანუ მომდევნო კვირიდან დაიწყება. ზოგადად წლიური გაყიდვების ჭრილში დაახლოებით, 35%-მდე საახალწლო პერიოდზე მოდის.
რაც შეეხება ამჟამინდელ მაჩვენებელს – წინა წელთან შედარებით ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა 40%-მდე გაიზარდა. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ქართველები არიან.
რამდენიმე მოლში განვაახლეთ ჩვენი სტენდები და მომავალ წელს ვფიქრობთ გაფართოებას რეგიონების მიმართულებით. გარდა ამისა, კომპანია 2025 წელს ახალი კატეგორიების დამატებასაც ვფიქრობთ”, – აცხადებს გიორგი შენგელია.