საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სიხარულით სავსე დღეებში მთელ ქალაქში საახალწლო ღონისძიებები გელოდებათ. დედაენის ბაღში და ორბელიანის მოედანზე მოწყობილია „საახალწლო სოფელი“, სადაც მთელი დღის განმავლობაში სადღესასწაულო განწყობაა: კონცერტები, წარმოდგენები, საშობაო ბაზრობები, სანტას სახლი და უამრავი გასართობი პატარებისთვის. „საახალწლო სოფელში“ შეგიძლიათ, ყოველდღიურად მობრძანდეთ, წამოიყვანოთ პატარები. 31 დეკემბერს კი, ტრადიციულად, ერთად შევხვდეთ 2024 წლის შემობრძანებას. პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახალი წლის დადგომასთან ერთად, გრანდიოზული გალაკონცერტი დაიწყება. ეს იქნება ორმოქმედებიანი თეატრალიზებული შოუ, მიუზიკლი, რომელიც საქართველოსა და ევროპის კულტურას და ტრადიციებს გააერთიანებს“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, კონცერტის პირველ ნაწილში, ძველი ქართული, ყველასთვის საყვარელი, საახალწლო სიმღერების სრულიად განახლებული ვერსიები გაჟღერდება, ორკესტრის თანხლებით.
„კონცერტის მეორე ნაწილში კი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურებთ და ბევრ საყვარელ სიმღერას თუ ფილმს გავიხსენებთ. გალაკონცერტში ასობით არტისტი მიიღებს მონაწილეობას: ქართველი ესტრადის ვარსკვლავები, მუსიკალური გუნდები და ანსამბლები, ევროვიზიის მონაწილე ბავშვები, პროექტ VOICE-ის მონაწილეები, მოცეკვავეები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ს დირიჟორობით. ასე რომ, გელოდებით ყველას გალაკონცერტზე. ერთად გავაცილოთ 2023 წელი და ვისურვოთ ბედნიერი, წარმატებული ახალი წელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა