“საახალწლოდ ჯავშნები, ჯერჯერობით, არ გვაქვს” – Lileo – Hotel and Winery

ქუთაისში მდებარე სასტუმრო Lileo – Hotel and Winery – ს გაყიდვების მენეჯერი, ნინო გულუა BM.GE-სთან სეზონს აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საახალწლო ჯავშნები არ აქვთ.
მისივე ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი ქუთაისში წელს გაიხსნა და ვაჟა-ფშაველას #5 – ში მდებარეობს. სასტუმრო 16 ნომერს, ამასთან ბარს, რესტორანს, საკონფერენციო დარბაზსა და ტერასას აერთიანებს.
როგორც სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი ამბობს, მათი სასტუმრო ზაფხულში 80%-ით დატვირთული იყო, თუმცა ამ სეზონზე, დატვირთვა ფაქტობრივად არ აქვთ.
„ამ სეზონზე, ზამთრის სეზონზე სასტუმროში განთავსება, თავისი საუზმით 100 ლარიდან იწყება. ზაფხულში თითქმის 80%-ით დატვირთულები ვიყავით. გვსტუმრობდნენ ევროპის ქვეყნებიდან, კერძოდ გერმანიიდან, იტალიიდან და საფრანგეთიდან. ასევე ყაზახეთიდანაც.
რაც შეეხება საახალწლო პერიოდს, ჯერჯერობით დატვირთვა არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ჯავშნები წინა პერიოდებში დაიწყება. მომავალში ვფიქრობთ აუზის დამატებასაც, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად თანხებს და სხვა დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ“, – ამბობს გულუა.