საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა.
„ჩვენ ვიმოქმედებთ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში გაიხსნება უბანი“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.