საარჩევნო სიის შედგენისთვის ჯერ დრო გვაქვს, სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი სია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პარტია თბილისის კანდიდატებს უახლოეს დღეებში დაასახელებს და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დედაქალაქშიც აქტიური მუშაობა დაიწყება.
რაც შეეხება საარჩევნო სიას, კობახიძის თქმით, სავარაუდოდ სექტემბერის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორ იქნება ფორმირებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია.
„რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაწყებას, რეგიონებში რაც შეიძლება მალე ამ კანდიდატების დასახელება იყო მნიშვნელოვანი, რათა უკვე აქედანვე დავიწყოთ, უშუალოდ, ასე ვთქვათ, საველე სამუშაოები, ველზე გასვლა. საარჩევნო კამპანიის წარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს დავასახელეთ ჩვენ დელეგატები და უკვე აქედანვე დაიწყება აქტიური მუშაობა რეგიონებში. ანალოგიურად თბილისის კანდიდატებს დავასახელებთ უახლოეს დღეებში და თბილისშიც დაიწყება აქტიურად მუშაობა. რაც შეეხება თვითონ სიის შედგენას, ჯერ ამისთვის გვაქვს დრო, აქედან გამომდინარე მოგვიანებით გახდება ცნობილი, კონკრეტულად როგორ იქნება ფორმირებული ჩვენი საარჩევნო სია. სავარაუდოდ სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი“, – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა