საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა

საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა
საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – “ვენის კონვენციის” დარღვევასთან ერთად, ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონერები.
,,საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას. ეს იყო “დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის” დარღვევით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. “ვენის კონვენციის” დარღვევასთან ერთად, ამგვარი უპატივცემულობა, თავად ელჩის მხრიდან, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაცაა. მიუხედავად არჩევნებში უხეში ჩარევისა, და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, 26 ოქტომბერს რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი გამოვიდა და თქვა, რომ აქ დაბალი ღობე არავინაა და არავის მისცემს მასზე ზემოდან ყურების უფლებას. ეს ვუთხარით საბჭოთა მოსკოვს 1989 წლის 9 აპრილს და იგივე გავიმეორეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველა იმ დედაქალაქის გასაგონად, ვინც ჩვენთვის მოსკოვის ჩანაცვლება მოისურვა. 26 ოქტომბერს, ნაცმოძრაობასთან ერთად, მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. ს შემდეგ მუშტების ქნევაც ამის კარგი დასტურია. რაც შეეხება სანქციებს. დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონერები. ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას,” – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა