საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება მედიასაშუალებებშიც დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დღეიდან მედიაორგანიზაციებში დაიწყო. პირველი შეხვედრა „პალიტრა მედია“ ჰოლდინგში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ს წარმომადგენლებმა „პალიტრა მედიის“ თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 2024 წლის სთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ. გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
„ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფორმირების მასშტაბური კამპანია საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის 3 000-ზე მეტი შეხვედრა ჩატარდა და ინფორმირებულია 400 000-მდე ამომრჩეველი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული ორი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების შესახებ მიუთითებს – ომბუდსმენის აპარატმა შესაბამისი რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა