საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ოპოზიციის უმრავლესობამ უარი დღეს კიდევ ერთხელ მიიღო – მმართველი პარტია ოპონენტებს ურჩევს ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაზე იზრუნონ

საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ოპოზიციის უმრავლესობამ, უარი დღეს, კიდევ ერთხელ მიიღო. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპონენტებს ურჩევს ბარიერის შემცირების ნაცვლად, პარტიებმა ამომრჩევლის ნდობის მოპოვებაზე იზრუნონ. “ოცნების” ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია 5%-იან ზღვარს ვერ გადალახვას და ამიტომ ფიქრობენ, რომ გაერთიანების გარეშე, პოლიტიკურ ძალებს წარუმატებლობა ელით.
სხვა და სხვა პარტიების გაერთიანება, ოპოზიციის ნაწილისთვის გამოსავალი არ არის. პარტია ”საქართველოს” წევრებისთვის გაუგებარია, როგორ აპირებენ პოლიტიკური ძალები მმართველი გუნდის დამარცხებას, თუ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შიში აქვთ. საპარლამენტო ოპოზიციის ეს ნაწილი, ბარიერის არათუ შემცირების, არამედ მისი გაზრდის მომხრეა.
გიორგი გახარიას გუნდის წევრების პოზიციას, დღეს, პარტიების ნაწილმა დამაზიანებელი უწოდა. საპარლამენტო ოპოზიციაში არ მალავენ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვას, 2 ან მაქსიმუმ 3 პოლიტიკური პარტია შეძლებს. გაერთიანების პარალელურად, ბარიერის 5-ის ნაცვლად 2 პროცენტამდე შემცირება, მათი უმრავლესობისთვის მრავალპარტიული პარლამენტის გარანტიაა.
რატომ აცხადებს “ქართული ოცნება” ბარიერის დაწევაზე უარს- არგუმენტები მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ დაასახელეს. ყველაზე მთავარი მიზეზი, სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ამასთან ერთად კი, ოპონენტებს ევროპული სტანდარტის გადახედვისკენ ურჩევენ და აცხადებენ, რომ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა, საარჩევნო ბარიერად, სწორედ 5-მდე ნიშნულს ირჩევს.
მმართველი პარტია, პოზიციის შეცვლას გამორიცხავს. არსებული წესით, მე-11 მოწვევის პარლამენტში ის პოლიტიკური ძალა მოხვდება, რომელიც 2024 წლის არჩევნებში 5%-იან ზღვარს გადალახავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში