საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ძირითადად აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე, არც ერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე

საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ძირითადად აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, დაშინებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაზე, არც ერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე
საარჩევნო ანგარიშებში ნეგატიური შეფასებებისას ნებისმიერ ქვეყანაში ძირითადად, აქცენტი კეთდება სამ თემაზე – ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება და ამომრჩევლის მოსყიდვა, არც ერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა დღეს ყველა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქედან ჩანს, რომ ამ მიმართულებით არავითარი არათუ სისტემური, არამედ რაიმე არსებითი პრობლემაც არ ფიქსირდება.
„ამით შეშფოთებულია რადიკალური ოპოზიცია და ერთადერთი სცადეს თითიდან გამოწოვილი კამპანიის აგორება ID-ბარათებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებით ვაჩვენეთ ის, რომ თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო ის, რასაც ისინი ამ თემაზე ამბობდნენ. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო იყო რუსთავის ფაქტი. მათი კუთვნილი ტელევიზიიდან ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაიგო, რომ აპირებდნენ ერთ-ერთ სამსახურში კონტრაქტების გაგრძელებას.
ამისთვის მოითხოვეს პირადობის მოწმობები და მან სცადა, ეს ფაქტი დაეკავშირებინა არჩევნებთან, როდესაც ეს ფაქტი საერთოდ არ უკავშირდებოდა არჩევნებს. თითიდან გამოწოვილი იყო კამპანია, შესაბამისად ეს კამპანია ძალიან მალევე ჩავარდა. რეალურად, საბაბიც კი არ რჩება იმისთვის, რომ ვინმემ რამე თქვას ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს საბაბი არ დარჩება არც ს დღეს, გამომდინარე მათ შორის იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რაც ჩვენ ამ 2-3 წლის განმავლობაში განვახორციელეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა