საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელშიგახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნოკომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა დამედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
„პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნულისაუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვისჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადებაკენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარემოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერსსაკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვათანამდებობა. კომისიის არცერთ სხვახელმძღვანელ პირს ან წევრს უფლებამოსილებისშეწყვეტის შესახებ ცესკოსთვის არ მოუმართავს.
ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიაუფლებამოსილია დაიწყოს კენჭისყრისთვისმოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდაკომისიის 9 წევრი მაინც. აქვე გაგაცნობთ ცესკოს 11 ოქტომბრის დადგენილებას (№50/2024), რომელიცგანსაზღვრავს სხვა სახელმწიფოში შექმნილისაუბნო საარჩევნო კომისიების წევრთარაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხს. დადგენილების თანახმად, თუ კენჭისყრის დღესსხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნოკომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლებიაღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისიაგარდაიქმნება სპეციალურ ჯგუფად და სპეცჯგუფსმიეცემა უფლება ჩაატაროს კენჭისყრა.
იმ შემთხვევაში თუ სპეცჯგუფს არ ჰყავსთავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეერთდროულად ან სპეცჯგუფის მდივანი ან/და მათ არშეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულიმოვალეობების შესრულება, სპეცჯგუფი ცესკოს მიერარჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევსსპეცჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს.
დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ კენჭისყრაარ იმართება თუ კენჭისყრის დღეს სხვასახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნოკომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლებიაღმოჩნდება.
ზემოაღნიშნული დადგენილების მიღება და მისიშინაარსი კი თავის მხრივ მიუთითებს, რომსაარჩევნო ადმინისტრაცია ხელს უწყობს სხვასახელმწიფოებში კენჭისყრის შეუფერხებლადჩატარებას. ცესკო მოუწოდებს კომისიის წევრებსგამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეასრულონმათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები, იმისათვის რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთშესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.