საარჩევნო ადმინისტრაცია საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ – სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, რითაც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტული პირები ავრცელებენ განცხადებებს, უხეშად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალებაში ამავე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ადანაშაულებენ.
სათანადო მტკიცებულებებისა და გამოძიების გარეშე მსგავსი ბრალდებები წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრზე.
გვინდა მივმართოთ დაინტერესებულ პირებს, ადამიანის გარდაცვალების ფაქტს ნუ გამოიყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, დაელოდონ შესაბამისი ორგანოების მიერ კანონით გათვალისწინებულ მოქმედებებს და ნუ გაავრცელებენ არასწორ ინფორმაციას“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, ქეთევან თურაზაშვილის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედმა წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ოპოზიციონერი დეპუტატი მოითხოვს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, თეონა ჯაფარიძის მიმართ პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, რათა გაირკვეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და იმავდროულად მიმართავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შეუჩეროს წევრობა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედ წევრს, თეონა ჯაფარიძეს.

ასევე დაგაინტერესებთ