საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში დაიწყო.
„საარჩევნო მედია სკოლა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ახალი პროექტი მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ ს, ისე საარჩევნო პროცესების გაშუქების თანამედროვე სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ. მისი თქმით ,პროექტი
კიდევ ერთხელ ადასტურებს ინსტიტუციის თანამიმდევრულობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ ხედვას ახალგაზრდების ჩართულობის და მათი ინფორმირებულობის მიმართულებით.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ მორიგი ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. ეს არის უნიკალური პლატფორმა და მომავალ ჟურნალისტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საბაზისო ცოდნა არჩევნებთან და ს გაშუქებასთან. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია ობიექტურად გააშუქონ სხვადასხვა საარჩევნო საკითხი და ამომრჩეველს მიაწოდონ გადამოწმებული ინფორმაცია. „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში ხორციელდება, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ შინაარსობრივი საკითხები, ლოგისტიკა და მომავალში გავაფართოოთ პროექტის განხორციელების მასშტაბი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა სასწავლო კურსის მნიშვნელობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. შეხვედრას მოდერაციას ცესკოს პრეს-სპიკერი უწევდა, ნათია იოსელიანმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ.
საარჩევნო მედია სკოლის მონაწილეებისთვის პირველი ლექცია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ჩაატარა და ქართული არჩევნების ისტორიისა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ ისაუბრა.
პროექტის მონაწილეებს ინფორმაციას და საკუთარ გამოცდილებას შეხვედრებისა და დისკუსიის ფორმატში ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან და წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული ექსპერტები გაუზიარებენ. სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მედიის როლი საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკა, მედიის უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა; დეზინფორმაცია როგორც მსოფლიოს გამოწვევა და მასთან გამკლავების გზები; არასწორი აღქმები და აზრის ფორმირება და ა.შ.
სასწავლო კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პროექტი ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის არსებული მემორანდუმის და ასევე ცესკოს სწავლების ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული