“საარტილერიო კოალიციის” შეხვედრის წინ საფრანგეთი აცხადებს, რომ უკრაინას მიაწვდის 78 ჰაუბიცას

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნიუს თქმით, საფრანგეთი აწარმოებს და მომავალი წლის დასაწყისამდე ს მიაწვდის Caesar-ის ტიპის 78 ჰაუბიცას, რათა ს სრულმასშტაბიანი შეჭრის მოსაგერიებლად გააძლიეროს ს საარტილერიო შესაძლებლობები.
გაზეთ Le Parisien-თან ინტერვიუში – რომელიც გამოქვეყნდა უკრაინის საკითხზე მომუშავე ე.წ. “საარტილერიო კოალიციის” 18 იანვრის შეხვედრის წინ – ლეკორნიუ ამბობს, რომ პირველი ექვსი Caesar-ი, რომლებიც საფრანგეთის არტილერიის სიმბოლოა და 40 კილომეტრზე მეტ რადიუსზე შეუძლია ობიექტების მიზანში ამოღება, უკრაინას უკვე მომავალ კვირებში მიეწოდება.
ამ ტიპის ჰაუბიცების პირველი პარტია უკრაინამ 2022 წლის მაისში მიიღო და მას შემდეგ მათ ფრონტის ხაზზე იყენებს.
“საარტილერიო კოალიცია” წარმოადგენს -ის და საფრანგეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ჯგუფს და მოიცავს 23 ქვეყანას. კოალიციის შეხვედრას 18 იანვარს ლეკორნიუ უმასპინძლებს პარიზში. ეს ინიციატივა, თავის მხრივ, ნაწილია რამშტეინის საკონტაქტო ჯგუფისა, რომელიც უკრაინის 50 მოკავშირეს აერთიანებს.