საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ივლისშიც გაიზარდა – რამდენი ადამიანი იღებს დახმარებას?

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 707 817-მა პირმა მიიღო. აქედან 241 ათასზე მეტი პირი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა. ივნისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 368-ით გაიზარდა. ამ ადამიანების დახმარებაზე ივლისში 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, სიღარიბესთან საბრძოლველად გაიცემა. დახმარების მიზანია ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება. 2021 წლიდან მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ს ინიციატივით, მთავრობამ გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები შეექმნა. შედეგად, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელით ცნობილი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
პროგრამის პირობების მიხედვით, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას. კერძოდ, ფულადი დახმარების მიმღები ოჯახები/პირები, რომელთა ოჯახიდან მინიმუმ ერთი წევრი მაინც მონაწილეობს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ და ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ყველა წევრს (არასრულწლოვანი წევრის ჩათვლით) 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია და „საარსებო შემწეობის“ მიღების უფლება.
პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული, თითქმის 33 ათასმა სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა.
საქსტატის ინფორმაციით, შარშან სახელმწიფოსგან შემწეობას მოსახლეობის 18% იღებდა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.4%-იანი ზრდაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით