საარსებო შემწეობას 660 000 პირი, მათ შორის, სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად 230 000-ზე მეტი ბავშვი იღებს – პრემიერის მოხსენება

„მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საარსებო შემწეობის მიმღებია, დაახლოებით, 660 000 პირი, მათ შორის, სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად იღებს 230 000-ზე მეტი ბავშვი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წერილობითი ფორმით უკვე წარედგინა.
„პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლებაზე, რათა იგი უფრო მეტად პასუხობდეს ოჯახების, განსაკუთრებით, ბავშვიანი შინამეურნეობების გამოწვევებსა და საჭიროებებს.
ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში იგეგმება „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა, რაც გულისხმობს რეგიონულ დონეზე ჯანმრთელობის, ბავშვზე ზრუნვის, სოციალურ და დევნილთა საკითხებზე მოქალაქეთა ერთ სივრცეში სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაბამისი სერვის-ცენტრების რეაბილიტაციაზე/მშენებლობაზე, ახალი ელექტრონული სისტემების დანერგვაზე, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, თანამშრომლების გადამზადებასა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავებაზე, რათა ჩამოყალიბდეს მოქალაქეთათვის სოციალური მომსახურების მიწოდების თანამედროვე სტანდარტების სისტემა.“-ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ