სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.2 ლარით გაიზარდა და 252.3 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ნოემბერთან შედარებით წელს საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით არის შემცირებული.
საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.1 ლარით გაიზარდა და 223.4 ლარი შეადგინა.
საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.