სააპელაციო სასამართლომ ISFED-ის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “სამართლიანი ს” არცერთი სარჩელი. უფრო მეტიც, გააუქმა გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის გადათვლის შესახებ.
გორის საქალაქო სასამართლომ ISFED-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა 4 ნოემბერს. კონკრეტულად, სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვევების გამო უნდა გადათვლილიყო გორის ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბიულეტენები. თუმცა, უარი უთხრა ორგანიზაციას, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაჰკისრებოდათ ამ უბნების თავმჯდომარეებსა და საუბნო კომისიის წევრებს.
მ გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უბნების გადათვლის შესახებ სააპელაციოში გაასაჩივრა.
სააპელაციომ ცესკოს ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა არ დააკმაყოფილა ISFED-ის საჩივრები. ორგანიზაციის საჩივრები, ძირითადად ეხებოდა სხვადასხვა უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას, ან შედეგების ხელახალ გადათვლას, საუბნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას და ა.შ.
პარალელურად თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმისა” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივრებს. მათი საქმეები უკვე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. განხილვის შედეგებს ორგანიზაციები დღეს ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება