სააპელაციო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულების, სა და სდსს-ის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
კერძოდ კი, მოსამართლეთა პალატის მიერ, უცვლელი დარჩა სააკაშვილისთვის მისჯილი 9- წლიანი თავისუფლების აღკვეთა და ასევე, თეიმურაზ ჯანაშიასთვის მისჯილი 300 000-ლარიანი ჯარიმა.
ცნობისთვის, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.