სააპელაციომ ძალაში დატოვა ბაჩიაშვილისთვის თავისუფლების 11 წლით აღკვეთა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედაა ცნობილი ს კრიპტოვალუტის მითვისებაში და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. თანხის მითვისების ნაწილში მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – 11 წლით, რაც საბოლოო სასჯელად დარჩა.
ბაჩიაშვილის ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით იყო წარდგენილი, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებით.
დასკვნითი სხდომა, რომელზეც სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა, დღეს გაიმართა. პროცესს თავად მსჯავრდებულიც ესწრებოდა.