სააპელაციომ ძალაში დატოვა ცესკოს სადაო დადგენილება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ს დადგენილების შესახებ.
საქმე ეხება ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის მოვალეობები განაწილდება არა კენჭისყრის დღეს, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ ერთი კვირით ადრე.
ეს გადაწყვეტილება ოპოზიციურმა კოალიციამ “ძლიერმა საქართველომ” სასამართლოში გაასაჩივრა. საქალაქო სასამართლომ საკითხზე 20 აგვისტოს იმსჯელა და ცესკოს დადგენილება ძალაში დატოვა. დღეს, 23 აგვისტოს, სააპელაციო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ცესკოს დადგენილებაში, რომელიც 16 აგვისტოთი თარიღდება, ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს შორის ფუნქციებს არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა გაანაწილებს. სწორედ არჩევნებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე გამოვლინდება, თუ რომელ უბანზე ვინ იქნება ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი, ამომრჩეველთა რეგისტრატორი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები და საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი. აღნიშნული პროცედურა ამ დრომდე უშუალოდ კენჭისყრის დილას წილისყრით ტარდებოდა.
კოალიციამ – „ძლიერი საქართველო“, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის „ლელოს“, „ ხალხისთვის” „თავისუფლების მოედანს“ და ს პარტია „მოქალაქეებს“, ცესკოს აღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა.
ცესკოს წევრი ოპოზიციის კვოტით, “ლელოს” წევრი, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ცვლილების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ერთი კვირით ადრე ეცოდინება ამ ადამიანების ვინაობა, ვისაც ს დღეს კონკრეტული, მმართველი პარტიისთვის საინტერესო ფუნქციების შესრულება მოუწევს. შესაბამისად, ხელისუფლებას მათზე ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება.
ცესკო-ს არგუმენტი არის ის, არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარების პირობებში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები შედარებით მეტ დროს მოითხოვს. ამიტომ, ფუნქციები დროულად უნდა იყოს გადანაწილებულო.
უფრო ვრცლად ამ თემაზე, წაიკითხეთ შემდეგი მასალა: ცესკომ საუბნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების წესი შეცვალა