სააპელაციომ დაუშვებლად ცნო საჩივარი ნატა ფერაძის პატიმრობაზე – საია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] საჩივარი აქტივისტ ნატა ფერაძისთვის ხუთდღიანი პატიმრობის მისჯაზე. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე წერს.
საია სასამართლოში ნატა ფერაძის ინტერესებს იცავს. ორ თებერვალს მას ხუთდღიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე ნინა შჩერბაკოვმა. მანვე დააჯარიმა მარტის აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტები: ზურა ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი.
ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა სტალინის გამოსახულებიანი მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის გამო. ფერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს არ დასწრებია. სამართალდამცველებმა დასაკავებლად მას სახლში მიაკითხეს. ნატა ფერაძე დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ