სააპელაციომ გირაო პატიმრობით შეუფარდა შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ხანდაზმულ კაცს, რომელიც ბრალდებულია შშმ ქალის გაუპატიურებაში. ამით საპელაციო ინსტანციაში გაუქმდა ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 50 ათასლარიანი გირაოს შეფარდებაზე.
80 წლამდე კაცისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში საქართველოს პროკურატურა ითხოვდა. უწყებამ კაცს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება).
ბრალდებულს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის ინფორმაციით, მან დანაშაული ჩაიდინა 7 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გამომცემლობის დირექტორმა მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას