სააპელაციომ არ დააკმაყოფილა საიასა და სამი პარტიის სარჩელი ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობაზე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამი პარტიისა და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის, ს შედეგების გაუქმებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ.
საქმე 22 ნოემბერს მოსამართლეებმა, ნათია მერაბიშვილმა, ხატია არდაზიშვილმა და ნინო ჭალიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს.
სასამართლოს სარჩელით სამმა პარტიამ [„გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო“ და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”] და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 18 ნოემბერს მიმართეს.
16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ხმაურისა და საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს.
ს საბოლოო შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში, 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა.