საამიროებში, მგზავრებს მალე მფრინავი ტაქსი მოემსახურება

არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქ აბუ-დაბიში მალე მფრინავი ტაქსის სერვისი ამოქმედდება. შეთანხმება კალიფორნიულ კომპანია Archer Aviation-თან უკვე გაფორმებულია.
გარიგების თანახმად, კომპანია „არქერი“ eVTOL-ის ტიპის საფრენ აპარატებს თავად საამიროების დედაქალაქში აწარმოებს. მფრინავი ტაქსი ოთხ ადამიანზე იქნება გათვლილი და ქალაქში განთავსებულ სპეციალურ კვანძურ სადგურებს შორის იმოძრავებს. სერვისი მგზავრობის დროს 80%-ით შეამცირებს.
როგორც კომპანია Archer-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მფრინავი ტაქსი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი იქნება, გარდა ამისა, იგი ქალაქის ცენტრში ხმაურს მნიშვნელოვნად შეამცირებს. Archer’s Midnight Evtol-ს სიჩქარე საათში 240 კმ-ია.
მფრინავი ტაქსების კონცეფცია პოპულარული Uber-ის მიერ 2016 წელს, Elevate პრეზენტაციის დროს გახდა.
მას შემდეგ, eVTOL სექტორში 300-ზე მეტი შეიქმნა, რომლებმაც ჯამში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოიპოვეს.