“საამაყო მოქალაქები”- როგორ ეხმაურებიან “შუა ქალაქის” მსახიობები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თითქმის ერთი თვეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს.

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ბევრ ნაცნობ სახეს ვხვდებით, მათ შორის, ყველასათვის საყვარელი სერიალების გმირებსაც.

ცნობილი სერიალის, “შუა ქალაქის” გმირები, ბაჩო ქაჯაია, ( ლაშა) გოგა ბარბქაძე (დათო) და მაია დობორჯიგინიძე (მარიკა) საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად აქციაზე მივიდნენ.

“მუხტს ჩაქრობა არ უწერია, რადგან აგორებულია, ტალღა აწეულია. ჰაერში ვერ გაჩერდება, შესაბამისად ეს მუხტი ვერ ჩაქრება.”- აღნიშნა ბაჩო ქაჯაიამ მედიასთან.

მეუღლეებს, გოგა ბარბაქაძესა და მაია დობორჯიგინიძესაც შეხვდებით აქციაზე, მაიამ მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ იბრძვის, რათა მისმა შვილებმა ერთპიროვნულ მმართველობაში არ იცხოვრონ.
“ჩემთვის, ფაქტობრივად, პოლიციური რეჟიმი დაამყარეს, რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა. უკან დაბრუნება საბჭოთა კავშირში, CCCR ერქვა მაშინ. მე ვებრძვი ამას, რომ ჩემმა შვილებმა ერთპიროვნული მმართველობის, დიქტატურის ქვეშ არ იცხოვრონ, არამედ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები არის პირველი.”- განაცხადა მაიამ მედიასთან.
რაც შეეხებათ სხვა მსახიობებს, ოთარ ტატიშვილი (ირაკლი) ჯერჯერობით რუსთაველზე არ გამოჩენილა, ის ამჟამად ტელეკომპანია იმედის თანამშრომელია.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ არც “დებ ღლონტებს” თათული ედიშერაშვილსა და თამუნა ნიკოლაძეს, მათ შორის არც ჯაბა კილაძეს ( სანდროს) რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერია.