სააკაშვილს საკუთარი თავი ისევ ზევსი ჰგონია, ვერანაირი გაერთიანების სათავე ის ვერ იქნება – გურამ მაჭარაშვილი

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, ოპოზიციის პოლიტიკური აქტიურობის ერთიანი კომიტეტის შექმნის შესახებ, პოლიტიკური შეფასებების საგანია. “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს რეალობის განცდა აქვს დაკარგული.
მისივე თქმით, სააკაშვილი ვერანაირი გაერთიანების სათავეში ვერ იქნება.
“სააკაშვილს, სამწუხაროდ, საკუთარი თავი ისევ ზევსი ჰგონია და მისი ყველა სიტყვა მყისიერად აღსრულდება. კომიტეტი, პლატფორმა და უკრაინული ტანსაცმელი ვერ გააერთიანებს ვერაფერს. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, დაკავშირებულია გაყოფასთან – საზოგადოება გაყო, ქვეყანა გაყო, საკუთარი პარტიაც კი გაყო. მისი ბიძის[თემურ ალასანიას] სიტყვები რომ გამოვიყენოთ, გახლეჩილი ურჩევნია საქართველოც და ყველაფერი. ამიტომ, ბუნებრივია, ვერანაირი გაერთიანების სათავე ის ვერ იქნება,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. “ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი,” – განაცხადა სააკაშვილმა მისივე თქმით, 20-25-კაციანი კომიტეტის ბირთვი, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად