სააკაშვილმა შექმნა სისტემა, რომელმაც აწამა, გააუპატიურა, ღირსება აყარა და ადამიანის უფლებები გაანულა ამ ქვეყანაში – თუ ამ პასუხისმგებლობის გაზიარება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, მაშინ, მისი საქმეა – მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ბოლოდროინდელ აქცენტებს უწონებს და აცხადებს, რომ მისი შეწყალებით, პრეზიდენტს შეუძლია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს. განცხადება ექსპრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი ცვლილებების აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე აიღებს.
სააკაშვილმა ილაპარაკა 23 ნოემბერს დაგეგმილ მანიფესტზეც. კარგი მუშაობისთვის, შეაქო ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც, სხდომის დასრულების შემდეგ, თქვა, რომ 23 ნოემბერს პარტიისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მათ შორის – კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით. ხაბეიშვილის ამ განცხადებამ გაამყარა ეჭვი, რომ ამ დღეს პარტიიდან ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გარიცხავენ.
სააკაშვილის განცხადებებზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი იყო იმ სისტემის შემქმნელი, რომელიც ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს ანადგურებდა.
“მან შექმნა სისტემა, რომელმაც აწამა, გააუპატიურა, ღირსება აყარა, ადამიანის უფლებები გაანულა ამ ქვეყანაში და ამ სისტემის თავში იყო მიხეილ სააკაშვილი. თუ ამ პასუხისმგებლობის გაზიარება შეუძლია სალომე ზურაბიშვილს, მაშინ, მისი საქმეა, მაგრამ არ მგონია, ეს საკითხი ადვილი გასაზიარებელი იყოს, ადვილი იყოს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება, რა მძიმე წარსული აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, განსაკუთრებით მის ბელადს, მიხეილ სააკაშვილს. “არა და არასდროს ” ქართველ ხალხს არასდროს დაავიწყდება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ