“სააკაშვილმა სისტემა გაწმინდა, ივანიშვილმა გააკეთა აჯაფსანდალი – ცოტა შევარდნაძე დააბრუნა, ცოტა ზვიადი”

გია ხუხაშვილმა “ოცნების” საპატიო დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება და ამბობს:
მესიამოვნა, რომ ჩვენ გადაგვიხადა მადლობა, 2012 წელს, პრინციპში ეს გამარჯვება მოვიტანეთ და არა კობახიძეს და იმ ხალხს, რომლებიც მაშინ ბუჩქებში ისხდნენ, გადახვიდა მადლობა მე, მარგველაშვილს, უსუფაშვილს, ალასანიას და ა.შ. მთავარი რაც გააფუჭა და რასაც აფუჭებს დღეს, ეს არის ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის მომავლის წართმევა. გვაბრუნებას ყველას რუსეთის იმპერიაში. ამაზე დიდი დანაშული უბრალოდ არ არსებობს. სხვა რომ ყველაფერი იდეალურად იყოს, მარტო ეს არის საკმარისი, რომ ეს ხელისუფლება და პირადად იქნას ჩაწერილი შავი ასოებით საქართველოს ისტორიაში. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კი იყო ბევრი პრობლემა, იყო ელიტური კორუფცია, იყო მიდრეკილება ავტორიტარული მმართველობისადმი, იყო გარკვეულწილად პოლიტიკური რეპრესიები, მაგრამ სისტემა გაწმინდა, ანუ გარკვეული ინსტიტუციური წესრიგი მან შემოიტანა ქვეყანაში. ბიძინა შეეცადა, რომ ეს მაქსიმალურად შეენარჩუნებინა, ცოტა შევარდნაძე დააბრუნა თავის კორუფციული მომენტებით, ცოტა ზვიადიც დააბრუნა “ურა პატრიოტული” და “ფსევდო რელიგიური” ნარატივებით და ცოტა მჟავანაძეც კი დააბრუნა. ანუ ერთგვარი ჯოჯოხეთური მიქსი გააკეთა, აჯაფსანდალი”

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ