სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულებული იქნა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა

სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულებული იქნა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა
2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, რომ ერგნეთის ბაზრობა „უნდა დაიხუროს, საერთოდ გაუქმდეს“.
„ეს გახლდათ 2004 წლის გაზაფხულის, შეიძლება ეს იყო მარტის თვეს და მარტის თვეში ვმუშაობდით, რომ ალტერნატიული გზები მოგვეძებნა. ჩვენ გარკვეული შეთავაზებებიც გავაკეთეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რადგან ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას რა ბერკეტები უნდა გვქონოდა კრიმინალებთან ბრძოლის და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში იყო დუმილი, ამ თემაზე ჩვენ აღარ გვიმსჯელია და სადღაც აპრილის თვეში, თუ არ ვცდები, სააკაშვილმა პირადად გამოაცხადა, პირადად მე მითხრა, რომ უნდა დაიხუროს, გაუქმდეს, საერთოდ ერგნეთის ბაზრობის გახსენებაც აღარ უნდა და ა.შ. მისი ჩვეული რიტორიკით და პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნა შესრულებული იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა“-განაცხადა მიხეილ ქარელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ჩაი დალია, ლატვიის პრეზიდენტთან ერთი ფოტო გადაიღეს კუთხეში, ვნახეთ მათი მიმართვები – მეხუთე პრეზიდენტი, ნომრითაც აფილირებული ხდება „ნაცმოძრაობასთან“

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბალტიისპირეთის კაპრიზებს არ აჰყვნენ, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პირველი პოლიტპატიმარი იყო- ზუსტად 21 წლის შემდეგ, სწორედ მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ