ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ეკა წამალაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
„ენმ – ს გუშინდელი ამბების გაშუქებისას ალაგ-ალაგ ისმოდა – “გადაბირება” ან “გადაბირების მცდელობა”, ვკითხავდი ასეთი აზრის მქონეებს: მიხეილ სააკაშვილმა გადამიბირა? და საიდან გადამიბირა? წასული ვიყავი სადმე?
კარგით. მაგან იცით როდის “გადამიბირა”? შევარდნაძის მინისტრთა კაბინეტში კორუმპირებული მინისტრები რომ ათრია. აი, ვინც მაშინ ვერ “გადაიბირა” იმან მერე ცხოვრებაში ბევრ რამე ვერ გაიგო და დარჩა გაუგებარი, ვერც ახლა გაიგებს.
აქვე დავამატებ, რომ არც მაშინ მქონდა რამე გადასაბირებელი, შევარდნაძე და ასლანი მე არასდროს ამირჩევია და რავი. ამ ქვეყანაში 9 – ჯერ, 29 – ჯერ და 229- ჯერ გადაბირებულ- გადმობირებულები მაინც ნუ დამძრახავენ იმისთვის, რომ მე რუსული რეჟიმის ტყვის, ჩვენი ლიდერის და მეგობრის მოწოდებით ვიხელმძღვანელე. სასაცილოა, რომ ამის ახსნა მიწევს.“