“სააკაშვილმა ერთი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა” – სამადაშვილი

კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრი, :
სააკაშვილმა, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ერთი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა-საკუთარი დიდი ამბიციები გადასდო მთელს ქვეყანას, როგორც ვირუსი. დააჯერა ქართველები, რომ დამოუკიდებელიც შეიძლება იყოს საქართველო, ევროპულიც, წარმატებულიც, დემოკრატიულადაც გაისტუმროს ხელისუფლება სახლში. ახლა ამ რწმენის განადგურების მცდელობას ვუყურებთ.
საქართველოს მე-6 პრეზიდენტად რუსეთმა გამოძებნა ვიღაც-არც თუ წარმატებული ფეხბურთელი, ულვაშით, 100 სიტყვიანი ლექსიკით, რომელმაც პარლამენტს თავი მხოლოდ გინებით დაამახსოვრა. ერთგვარი კარიკატურა ქართველისა, რომელიც რუსის თავშია. ამ კარიკატურის გაპრეზიდენტება კი, ფსიქოლოგიური სპეც-ოპერაციაა-შეხედავს ქართველი, მოუსმენს და იფიქრებს, რომ ბევრზე ვერაფერზე ექნება პრეტენზია, აჯობებს ისევ ბედს დანებდეს, რუსებს ხაჭაპური გამოუცხოს. პატარა ქვეყნის დიდი ოცნებების დანგრევაა სინამდვილეში ქართული კოშმარი, რა ირონიულია, რომ ოცნება კი დაირქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად