სააკაშვილმა გაპრეზიდენტების შემდეგ, ფაქტობრივად დედას აჩუქა სახელმწიფო ქონება. პროკურატურამ დღეს უკვე საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, გიული ალასანიას მიმართ, იმედია სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება დაუბრუნდება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს

სააკაშვილმა გაპრეზიდენტების შემდეგ, ფაქტობრივად დედას აჩუქა სახელმწიფო ქონება. პროკურატურამ დღეს უკვე საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, გიული ალასანიას მიმართ, იმედია სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება დაუბრუნდება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება და აღნიშნავს, „როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა გეკავოს და უცებ, როგორც თვითონ გიული ალასანია და მისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის, მანანა სანაძის დირექტორად დანიშნული შვილი ამტკიცებდნენ, მილიონები გადაიხადონ პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდძალი ქონების შესაძენად?! ეს დიდი ტყუილია“. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, პროკურატურამ დღეს საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, სააკაშვილის ოჯახის მიმართ.
ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს დაუბრუნდება. „ ყველაფერი ხელის გულზე დევს და ყველაფერი ნათელია. როგორ შეიძლება მთელი ცხოვრება კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა გეკავოს და უცბად, როგორც თვითონ გიული ალასანია და მისი მეგობრის და ბიზნესპარტნიორის მანანა სანაძის დირექტორად დანიშნული შვილი ამტკიცებდნენ, რომ მილიონები გადაიხადეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდძალი ქონების შესაძენად, რაც დიდი ტყუილია. მისმა გაპრეზიდენტებულმა შვილმა ფაქტიურად აჩუქა დედას სახელმწიფო ქონება. პროკურატურამ დღეს უკვე საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, სააკაშვილის ოჯახის მიმართ, იმედია სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება დაუბრუნდება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს.“ – წერს ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა – ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე