სააკაშვილი ჭკუამ წლების წინ მიატოვა – თამარ ჩერგოლეიშვილი

სააკაშვილის დაჯგუფება გამომწვევად იქცევა, ეს გასაკვირი არაა, რადგან პროტესტი მიშას შესახებ არაა, თვლის, რომ გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მომენტუმი აქვს და პროტესტში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს სასოწარკვეთილად, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „დამყოფი თემის აქტუალიზაცია მიშას არაფერს მოუტანს, ბრაზის გარდა, მაგრამ პროტესტის სულისკვეთებას ზიანს აყენებს“.
„ეს მისთვის დამახასიათებელი ქცევაა – ავი ძაღლია, ვერც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევს. იქამდე სალომე ზურაბიშვილს წინააღმდეგობის პლატფორმას ურტყამდა, რადგან არც ისაა მის შესახებ. ნიშანდობლივია, რომ სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ მას მერე დაუპირისპირდა, რაც შეწყალება ვერ მიიღო, სანამ შეწყალების იმედს ებღაუჭებოდა, ქათინაურებით ავსებდა, ემლიქვნელებოდა, ერთიან სიაში პირველობას სთავაზობდა, მისი სპიკერები ზურაბიშვილს თამარ მეფეს ადარებდნენ. „ფედერალისტების“ ჩეთში მკითხეს, ნუთუ ჭკვიანი არ ჰყავს, ურჩიოს, რომ მის ინტერესებსაც ეწინააღმდეგება, რასაც ახლა აკეთებს, არც მას აწყობს პროტესტის დაზიანებაო. არა! არ ჰყავს. სააკაშვილი ჭკუამ წლების წინ მიატოვა, მის ირგვლივ ჭკუა ვერ გაიხარებს – თვითდესტრუქციულია. რა ილუზიებმაც ივანიშვილის დილეგამდე მიიყვანა, იმავე ილუზიებით მიჰყავს ეს ქვეყანა ს დილეგში – მისი ხელიდან. მაგრამ მგონია, რომ ვერ შეძლებს – პროტესტი მასაც გადაჯეგავს, თუ წარმატებული იქნა“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
Previous: ვიღაც ტატრაყუნა ცვედანმა უკანალი უნდა მიუშვიროს ქართველ ერს? – თინათინ მღდვლიაშვილი