სააკაშვილი: ჩვენი საარჩევნო სიის აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ხალხი უნდა იყოს

ჩვენი ძალა არის განახლებული, როგორც არასდროს. ძალიან ბევრი ახალი ხალხი გვემატება. ნახეთ, რამდენი საინტერესო ახალი სახეა […] ჩვენი საარჩევნო სიის აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ხალხი უნდა იყოს. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, ძველი გვარდია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, სწორედ ვარდების რევოლუციის იდეალებზე აღმოცენდა ახალი ხალხი, ახალი ძალები, ახალი შემადგენლობა. ჩვენი ამოცანაა, მომავალზე ვკონცენტრირდეთ.