სააკაშვილი შეხვედრაზე მოვიდა და გვითხრა, თუ თქვენ რუსეთს ვერ მოუგებთ, მოღალატეებად გამოგაცხადებთ, თუ მოუგებთ – გმირებადო. ზოგს მთელი ღამე არ ეძინა, ნერვიულობდა

სააკაშვილი შეხვედრაზე მოვიდა და გვითხრა, თუ თქვენ რუსეთს ვერ მოუგებთ, მოღალატეებად გამოგაცხადებთ, თუ მოუგებთ – გმირებადო. ზოგს მთელი ღამე არ ეძინა, ნერვიულობდა
ძალიან დიდი დატვირთვა იყო, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით. ყოველთვის იყო ეს საქართველო-ს დაპირისპირება. იყო ნათქვამი, რომ თუ ამათ ვერ მოუგებთ, შეიძლება თქვენ მოღალატეებად გამოგაცხადონ, – ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, ლადო ბურდულმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან ლოკომოტივის სტადიონზე დამარცხებულ რუსეთის ნაკრებთან მატჩი და ს მიერ მათი მისამართით ნათქვამი სიტყვები გაიხსენა.
„იგივე ემოციას ვგრძნობდი, ეს ბიჭები რომ თამაშობდნენ. რუსეთთანაც იგივე ხდებოდა. ძალიან დიდი დატვირთვა იყო, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით. ყოველთვის იყო ეს საქართველო- რუსეთის დაპირისპირება. იყო ნათქვამი, რომ თუ ამათ ვერ მოუგებთ, შეიძლება თქვენ მოღალატეებად გამოგაცხადონ.
შეხვედრაზე მოვიდა და გვითხრა, თუ თქვენ ამათ ვერ მოუგებთ, მოღალატეებად გამოგაცხადებთ, თუ მოუგებთ გმირებად გამოგაცხადებთო – მიხეილ სააკაშვილმა განგვიცხადა. წარმოგიდგენიათ?! თამაშის წინ, შეკრებაზე მოვიდა.
როგორია, ის ღამე დაიძინო. გავიგე, რომ ეს ფეხბურთია. ეს ხომ არ არის ომი, ფეხბურთია! იმ პერიოდში თან ძალიან კარგი ნაკრები ჰყავდა რუსეთს. ზოგს მთელი ღამე არ ეძინა, ნერვიულობდა. გამოვედით და ჩვენ ვიღაცის გამო კი არა, ჩვენი ქვეყნისთვის რაც შეგვეძლო, ის გავაკეთეთ. მოვიგეთ ის თამაში და კარგად გახსოვთ, ანალოგიური სიტუაცია იყო თავისუფლების მოედანზე“, – განაცხადა ბურდულმა.
მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციაში ლევან კობიაშვილის მისვლის შემდეგ ის ნაბიჯები გადაიდგა, რაც აუცილებელი იყო ფეხბურთის სწორად განვითარებისთვის – შენდება სტადიონები და ეროვნულ ნაკრებს დიდი ყურადღება ექცევა.
Previous: ეუთოს დოკუმენტში როდესაც ვნახე, არ არის არც ოკუპაციის ხსენება, არც იმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მძიმე ჰუნმანიტარული მდგომარეობა, ჩემი მხრიდან გაკეთდა დამატება და საბედნიეროდ, იგი არავის გაუპროტესტებია

ასევე დაგაინტერესებთ

რთულ ვითარებაში მყოფი, მისი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არმქონე ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე.წ. დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი: სააპელაციო განხილვის ეტაპზე, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მეორე მხრივ, კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი