სააკაშვილი: სოლიდარობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ოქრუაშვილს, გახარიას

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი წერს, რომ წარსულში მათი მხრიდან კრიტიკის თუ დაპირისპირების მიუხედავად, სოლიდარობას უცხადებს ამჟამად დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს.
მათ შორის სააკაშვილი ასახელებს ს, ბადრი ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიორგი გახარიას.
„ახლა ვიღაცები მახსენებენ, რომ მამუკა ხაზარაძეს არ მოსწონდა, რომ მე როგორც პატიმარს ვიდეო ჩართვების საშუალებას მაძლევდნენ. ჩემი პასუხი ამაზე მარტივია – ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მამუკამ და ბადრიმ გამოიჩინეს პრინციპულობა, როცა უარი თქვეს არალეგიტიმურ ორგანოსთან თანამშრომლობაზე და ისინი იმსახურებენ ჩვენს თანადგომას და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, – წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.
2024 წლის 6 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ს შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მოსამართლის წინაშე დაიკითხა, განაცხადა: „ორი სტანდარტია… მე ვთქვი, როცა მიხეილ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება, ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში თურმე მე არ მაქვს უფლება, ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომლებიც ქვეყანას აწუხებს არჩევნებთან მიმართებით“.
სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილსაც უცხადებს სოლიდარობას: „აღარც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ჩემი “განაჩენები” ეფუძნება ირაკლი ოქრუაშვილის ცრუ ჩვენებებს. ის ციხეში ამის გამო კი არ ზის არამედ სწორი საქციელისთვის და მის მიმართ სოლიდარობა აუცილებელია“.
გახარიასთან დაკავშირებით სააკაშვილი წერს: „ბ.-ნი გახარია დაუშვებლად მიიჩნევს ჩემს გათავისუფლებას, ვინაიდან „ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციას“. არა მგონია, თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და პირადად მე მსურს მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატო. მისგან განსხვავებით, მე მივიჩნევ, რომ ყველა ვისაც ივანიშვილი იჭერს არის პოლიტპატიმარი და უნდა გათავისუფლდეს“.
„ისე, ისიც ფაქტია, რომ იმან რომ თავის დროზე ივანიშვილს ჩემი დაჭერა გაუვიდა, გაუხსნა მას ხელი დღევანდელი მასობრივი რეპრესიებისთვის“, – წერს ის ფეისბუკზე.
მას შემდეგ, რაც შარშან გახარიას პარტიელებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, სააკაშვილი კლინიკიდან ციხეში დაებრუნებინათ, გახარიამ განაცხადა:
„მისთვისვე ჯობია ,ამ პოლიტიკური თემიდან გაიყვანონ. იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური თემებიდან თუ გაიყვანეს, ჩნდება შესაძლებლობა, ჰუმანიტარულ განზომილებაში მისი პრობლემა გადაწყდეს. თქვენ გგონიათ, მე მიხარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეშია და ამ სამარცხვინო კადრებს რომ ანახებს „ოცნება“ მთელ მსოფლიოს, თქვენ გგონიათ, ეს მე მომწონს? არ მომწონს“, – თქვა მან 28 მარტს.
27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს რვა პოლიტიკოსი, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა მიესაჯათ ან წინასწარ პატიმრობაში არიან და დღე-დღეზე ელიან განაჩენის გამოცხადებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – სწორი და დროული იყო, რომ ახალგაზრდების დატუსაღებას “ლელო-ძლიერმა საქართველომ” უპასუხა მტკიცე რწმენით და გაბედული ნაბიჯით მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით – მზად ვართ, შევიდეთ უთანასწორო ბრძოლაში მათი უფლებების დასაცავად