სააკაშვილი: საჭიროა იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები

სააკაშვილი: საჭიროა იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები
საქართველოს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გაფართოებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საჭიროა „იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით „ნაცმოძრაობის“ წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები“.
სააკაშვილი არ აკონკრეტებს ვისზე საუბრობს, თუმცა დიდი ალბათობით, საუბარია პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ზე, რომელიც პარტიაში შიდა სას პოლიტსაბჭოში არ შეიყვანეს და მას შემდეგ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა მისივე პარტიის მისამართით, თუმცა არც მისი თანაპარტიელები პასუხობენ ნაკლები კრიტიკით.
„მაქსიმალურად ფართო ჩართულობისთვის საჭიროა პოლიტსაბჭოს გაფართოება, მათ შორის, იმ ხალხის დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩართვა, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით ნაც მოძრაობის წინაშე და ადრე იყვნენ პოლიტსაბჭოს წევრები. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ამის შემდეგ შეწყდება ერთმანეთზე თავდასხმა და ყველანი ერთად ვიბრძოლებთ საერთო მტრის წინააღმდეგ.
მე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ლიდერობაზე და ძალიან გამიხარდება თუ მაქსიმალურად ბევრი ვიქნებით ამ ბრძოლაში“, – დაწერა სააკაშვილმა.
„ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით კი დაწერა, რომ ღონისძიება „იყო ბრწყინვალედ ჩატარებული“. ასევე დასძინა: „[ღონისძიება] იყო ძალიან ზუსტი დადასტურება იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა არა მხოლოდ ცოცხალია, არამედ ყოველდღე სულ უკეთეს ფორმაში მოდის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა ბიბილაშვილი: 2016 წელს ივანიშვილმა საჯაროდ თქვა, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გავამარჯვებინებ ოპოზიციასო. მერე დააკონკრეტა – ვერც “ის ქალბატონი” (სანდრა რულოვსი) ვერ მოიგებს ზუგდიდსო

ირაკლი კობახიძე – საინფორმაციო გამოშვებაში, ახალი კანონით, მაგალითად, არც ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“ უნდა იყოს გამოყენებული – ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ

ლევან სანიკიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე – თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი ვხედავთ ისე, რომ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს – ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატული იყოს ე.წ. არჩევნების ბოიკოტით