სააკაშვილი: საქართველოს ევროკავშირში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება შეიყვანს

მინდა, ენმ-დან ჩემს თანაპარტიელებს ევროპის ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ევროპის სახალხო პარტიაში ხმის უფლების მოპოვება მივულოცო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, პირველებს საქართველოდან ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ხმის მიცემა უკვე შეგვიძლია – პირველი ასეთი ქართველები ნაციონალები გავხდით. მაგალითად, გუშინ ჩვენი 4 ხმა ს ევროკომისიის თავმჯდომარედ წამოყენებას მივეცით.
ნაციონალური მოძრაობა იყო პირველი ქართული პარტია, რომელიც ევროპულ არენაზე გავიდა. 2004 წელს საქართველოს ევროპისკენ გზა ენმ-ის ხელისუფლებამ გაუხსნა და ენმ-ის ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში.
პატიმრობის მიუხედავად, მე ოფიციალური მოწვევა მივიღე, 6 მარტს, ბუქატესტში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დავსწრებოდი. ჩემი მიმართვა ათასობით დელეგატის წინაშე გიორგი ბარამიძემ წაიკითხა.
წერს Facebook-ზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, . ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ასოცირებული წევრი გახდა, რაც ხმის უფლების მინიჭებასაც მოიცავს.